ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

გინეკომასტიის მკურნალობის მიზანია მამაკაცის გადიდებული სარძევე ჯირკვლის კორექცია ქირურგიული გზით.

გინეკომასტია მამაკაცის სარძევე ჯირკვლის გადიდებას გულისხმობს. იგი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, როდესაც მამაკაცის ძუძუს მომატებული ფორმა განპირობებულია მისი სარძევე ჯირკვლის ჭარბი განვითარებით, ან ცრუ, როდესაც მომატებულ ფორმას განაპირობებს ლოკალურად ჭარბი ცხიმის დაგროვება. ხშირია გინეკომასტიის კომბინირებული ვარიანტი.

გინეკომასტიის მკურნალობა ხდება ოპერაციული გზით, როდესაც კეთდება ან მხოლოდ ლიპოსაქცია ან ლიპოსაქციის კომბინირება სარძევე ჯირკვლის ამოკვეთასთან.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: საშუალოდ 1.5-2  საათი, ჩარევის ტიპის მიხედვით. 

ანესთეზია: ადგილობრივი ან ზოგადი. 

რეაბილიტაცია: შეშუპება, მცირედი სისხლჩაქცევები აღინიშნება პირველ კვირებში. აუცილებელია კომპრესიული თეთრეულის გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული ვადით.  პაციენტმა უნდა განახორციელოს რამდენიმე პოსტოპერაციული ვიზიტი კლინიკაში. 

შედეგი: შედეგი თვალსაჩინოა მყისიერად, ოპერაციის შემდეგ, თუმცა საბოლოო შედეგი დგება ოპერაციიდან 3-6 თვეში. 

ვისთვის არის რეკომენდებული: ჩარევა რეკომენდებულია მამაკაცებისთვის,  ვისაც სურს სხეულის პროპორციების კორექცია. 

 

ფასი
5,900 - 9,000 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.