ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ლიპოსაქციის მიზანია სხეულის კონტურების კორექცია ზედმეტი ცხიმის მოცილების გზით.

ლიპოსაქცია ქირურგიული ჩარევაა, რომელიც მიმართულია სხეულის კონკრეტული ზონებიდან ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის მოცილებისკენ. მიზანი არ არის წონის კლება, არამედ სხეულის კონტურის შეცვლა იმ ადგილებში, სადაც ცხიმი რეზისტენტულია დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მიმართ.

ლიპოსაქციის თანამედროვე მიდგომაა ლიპოსკულპტურა – პროცედურა, რომლის დროსაც ქირურგი არა მხოლოდ ამცირებს ცხიმს, არამედ ახდენს ცხიმის გადანაწილებას/გადანერგვას საჭირო ადგილებში იმ მიზნით, რომ  სხეულის ფორმები იყოს მეტად ჰარმონიული.

ლიპოსაქციის პროცედურასთან ერთად შესაძლებელია განხორციელდეს საკუთარი ცხიმის გადანერგვა და ინოვაციური Nanofat ლიფტინგი, რა დროსაც ოპერაციის დროს ორგანიზმიდან ამოღებული ცხიმი დამუშავდება სპეციალური მეთოდით და მოხდება მისი გადანერგვა იმ მიდამოში, რომლის შევსებაც პაციენტს სურს. 

ჩვენს კლინიკაში ტარდება როგორც ტრადიციული, ასევე ლაზერული,  ულტრაბგერითი და ვიბრაციული ლიპოსაქცია. ხშირად ხდება ამ მეთოდების კომბინირება უკეთესი შედეგის მისაღწევად და პაციენტის მაღალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ულტრაბგერითი და ლაზერული ლიპოსაქციის ჩასატარებლად საჭირო თანამედროვე აპარატურის დახმარებით, პაციენტისთვის მეტად კომფორტულად მიიღწევა საუკეთესო შედეგები და გლუვი ფრომები.

პროცედურის დეტალები 

ხანგრძლივობა: 1.5 – 3 საათი, ჩარევის მიდამოსა და მოცულობის მიხედვით. 

ანესთეზია: ადგილობრივი ან ზოგადი. 

რეაბილიტაცია: პირველ დღეებში მოსალოდნელია შეშუპება, სისხლჩაქცევები და დისკომფორტი. აუცილებელია კომპრესიული თეთრეულის ტარება რამდენიმე კვირის განმავლობაში. 

შედეგი: პირველი შედეგი შესამჩნევია პირველივე დღეებში, საბოლოო ფორმა კი ყალიბდება 2-დან 6 თვის ვადაში, შეშუპების სრული  ჩაცხრობის შემდეგ. 

ვისთვის არის რეკომენდებული: ლიპოსაქცია რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს სხეულის გარკვეული ზონებიდან ცხიმის მოცილება (მუცელი, წელი, გვერდები, მუხლები, მხრები, ხელები, ბარძაყები, ზურგი, ღაბაბი, ბოქვენი და სხვ.), მამაკაცებისთვის, ვისაც აწუხებს გინეკომასტია და სურს მკერდის ფორმის კორექცია, პაციენტებისთვის, ვისაც სტაბილური წონა აქვს და სურს სხეულის პროპორციების გაუმჯობესება / გამოკვეთა.

ფასი
1,100 - 10,000 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.