ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

აბდომინოპლასტიკის მიზანია მუცლის მუცლის წინა კედლის ესთეტიკური ფორმის აღდგენა.

აბდომინოპლასტიკა ქირურგიული ჩარევაა, რომელიც გულისხმობს მუცლის მიდამოში მოშვებული, ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოცილებას და კუნთოვანი სტრუქტურის გამაგრებას.  პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია ორსულობის, წონის კლების შემდეგ ან ასაკობრივად/გენეტიკურად მოდუნებული კანის მოსაცილებლად და მუცლის იერსახის აღსადგენად.

კონსულტაციისას ქირურგი ინდივიდუალურად აფასებს თითოეული პაციენტის მდგომარეობას და განსაზღვრავს, რა მასშტაბის ჩარევა იქნება მიზანშეწონილი - სრული აბდომინოპლასტიკა, მინი აბდომინოპლასტიკა თუ აბდომინოპლასტიკა ლიპოსაქციასთან კომბინაციაში.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: საშუალოდ 2.5 – 4 საათი, ჩარევის სირთულისა და მასშტაბის მიხედვით.

ანესთეზია: ზოგადი ანესთეზია.

რეაბილიტაცია: პირველ დღეებში მოსალოდნელია შეშუპება, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ხშირად გამოიყენება დრენაჟები რამდენიმე დღის განმავლობაში და აუცილებელი ხდება სპეციალური კომპრესიული თეთრეულის ტარება 4–6 კვირის განმავლობაში.

პაციენტმა უნდა განახორციელოს რამდენიმე პოსტოპერაციული ვიზიტი კლინიკაში ნაკერების მოხსნისა და რეაბილიტაციის პროცესზე დაკვირვების მიზნით.

შედეგი: შესამჩნევი გაუმჯობესება ჩანს პირველივე დღეებში, მაგრამ საბოლოო შედეგის შეფასება რეკომენდებულია მინიმუმ 3–6 თვეში, შეშუპების ჩაცხრომის შემდეგ.

ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც აწუხებს მუცლის არეში მოდუნებული კანი, მოშვებული მუცელი, ზედმეტი ცხიმი, სტრიები.

ფასი
10,500 - 13,200 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.