ბრაქიოპლასტიკის მიზანია მკლავების ფორმის კორექცია დაგროვილი ცხიმის და ჭარბი კანის ქირურგიულად მოცილების გზით.
ბრაქიოპლასტიკის შედეგად ხდება მხრების ბუნებრივი კონტურის აღდგენა, “დაშვების” შეგრძნების შემცირება, სიმკვრივის და ტონუსის გაუმჯობესება.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: 1.5 – 2.5 საათი.
ანესთეზია: ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზია.
რეაბილიტაცია: პირველ კვირებში შესაძლოა აღინიშნებოდეს შეშუპება, მომეტებული მგრძნობელობა და მსუბუქი დისკომფორტი. აუცილებელია კომპრესიული თეთრეულის ტარება 3–4 კვირის განმავლობაში და ხელის აქტივობის შეზღუდვა. პაციენტმა უნდა განახორციელოს რამდენიმე პოსტოპერაციული ვიზიტი კლინიკაში რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის მიზნით.
შედეგი: შედეგი თვალნათელია პირველივე დღეებში, ხოლო საბოლოო შედეგი ყალიბდება 2–4 თვეში.
ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც აწუხებს მოდუნებული კანი ან ჭარბი ცხიმის დაგროვება მხრებზე და სურს მისი კონტურის გაუმჯობესება
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.