ჩვენს კლინიკაში ხალის და კანის ნებისმიერი წარმონაქმნის დიაგნოსტირება წარმოებს ე.წ. სიასკოპიით - წარმონაქმნის კომპიუტერული, სპექტრული ანალიზით, რომელიც ტარდება მაღალტექნოლოგიური MoleMate სკანერის მეშვეობით. პროცედურა სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. სკანირებით გამოვლენილი შედეგების მიხედვით ქირურგი იღებს გადაწყვეტილებას, მოაცილოს თუ არა კანის წარმონაქმნი ან რომელი მეთოდით მოახდინოს მისი მოცილება.
შესაძლებელია წარმონაქმნის როგორც რადიოტალღური, ისე ლაზერული ან ქირურგიული ამოკვეთის გზით მოცილება. ამოკვეთს შემთხვევაში, მასალა ექვემდებარება დამატებით ჰისტოპათოლოგიურ კვლევას.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.