ლაზერული დერმაბრაზიის მიზანია კანის ღრმა განახლება.
დერმაბრაზია, იგივე კანის აბლაცია, ეფექტური პროცედურაა კანის სათუთი და ამავე დროს, ღრმა განახლებისთვის და აკნეს შემდგომი ნაწიბურების მოსაცილებლად. ამ მიზნით კლინიკაში ვიყენებთ გერმანული ტექნოლოგიის — Asclepion-ის Er:YAG ერბიუმის ლაზერს.
პროცედურის შედეგად ხდება კანის ზედაპირული შრის აორთქლება მინიმალური თერმული დაზიანებით. აორთქლილი შრეები 7-8 დღის განმავლობაში ჩანაცვლდება ახალი კანით. შედეგად ვიღებთ კანის ტექსტურის მკვეთრ გაუმჯობესებას, წვრილი ნაოჭების აღმოფხვრას, პიგმენტური ლაქების გაქრობას/გაღიავებას, ნაწიბურების (განსაკუთრებით აკნეს შემდგომი) შესამჩნევ შემცირებას.
Asclepion-ის ერბიუმის ლაზერი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კონტროლირებადობით და აღდგენის სისწრაფით, რის გამოც შესანიშნავია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეფექტური შედეგი მინიმალური სარეაბილიტაციო პერიოდით.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: 30 წუთიდან 1.5 საათამდე – ზონისა და ჩარევის სიღრმის მიხედვით.
ანესთეზია: ადგილობრივი ან ზოგადი.
რეაბილიტაცია: ერბიუმის ლაზერის თვისებიდან გამომდინარე, კანის აღდგენა სწრაფია. პაციენტს აღინიშნება სიწითლე, მსუბუქი შეშუპება და კანის გაფერმკრთალება/აქერცვლა 5–7 დღის განმავლობაში ზედაპირული განახლებისას, ხოლო ღრმა დერმაბრაზიისას - 7–14 დღის განმავლობაში. აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების განუხრელი შესრულება და მზისგან ინტენსიური დაცვა.
შედეგი: გაუმჯობესებული კანის ფერი, ტექსტურა და სიმკვრივე პირველივე კვირებში. საბოლოო ეფექტი ყალიბდება 4–6 კვირაში. რიგ შემთხვევებში, რეკომენდებულია განმეორებითი პროცედურების ჩატარება.
ვისთვის არის რეკომენდებული: მათთის, ვისაც სურს კანის დელიკატური, მაგრამ ეფექტური განახლება, ვისაც აწუხებს ასაკობრივი ცვლილებები, პიგმენტაცია ან პოსტ-აკნე ნაწიბურები. პროცედურა იდეალურია როგორც ღია, ისე შედარებით მგრძნობიარე კანის ტიპებისთვის.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.