ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ფრაქციული ლაზერული თერაპიის მიზანია კანის სტრუქტურის გაუმჯობესება მინიმალური სარეაბილიტაციო პერიოდით.

პროცედურა ტარდება Fraxel SR ტექნილაგიით, რა დროსაც ლაზერის სხივი ფრაქციებად იყოფა და მოქმედებს კანის ღრმა შრეებზე.  კლინიკაში აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად ვიყენებთ გერმანული წარმოების Asclepion სისტემის ლაზერს.

ლაზერული დასხივებით გამოწვეული თერმული ეფექტი ხელს უწყობს ახალი ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, კანის სრულ რეგენერაციას და სტრუქტურულ გაუმჯობესებას. ტექნოლოგია იდეალურია პაციენტებისთვის, ვისაც სურს შედეგი მინიმალური რეაბილიტაციით.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: 30-60 წუთი, ზონის ფართობის მიხედვით.

ანესთეზია: ზედაპირული ანესთეზია (საანესთეზიო კრემის გამოყენებით).

რეაბილიტაცია: მინიმალური. პირველი 1–5 დღე აღინიშნება სიწითლე, გაუფერულება და მსუბუქი დაჭიმულობის შეგრძნება. შეიძლება კანი აიქერცლოს ან ადგილობრივად გაუხეშდეს. სრული რეაბილიტაციისთვის საკმარისია ერთ კვირამდე ვადა. პაციენტს შეუძლია მეორე-მესამე დღეს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რითმს.  აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული როგორც ჰიგიენური და სამკურნალო, ასევე აკრძალვითი რეკომენდაციების დაცვა და მზისგან დამცავი საშუალებების სისტემტიური გამოყენება.

შედეგი: რამედნიმე დღეში შესამჩნევია კანის სიგლუვე, ტექსტურის გაუმჯობესება, ფორების შემცირება და ფერის გათანაბრება. საბოლოო შედეგი ყალიბდება 1–2 თვეში. რეკომენდებულია 2–3 პროცედურის კურსი ექიმის მიერ დანიშნული ინტერვალებით.

ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც აწუხებს გაფართოებული ფორები, აკნეს შემდეგომი ნაწიბურები, პიგმენტაცია, კანის საერთო სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, წვრილი ნაოჭები და ასაკობრივი ცვლილებები.

 

ფასი
400 - 1,000 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.