ესთეტიკურ გინეკოლოგიაში ფილერების გამოყენება საშოს ვაგინალური გაახალგაზრდავების მიზნით ხდება.
კლინიკაში ვიყენებთ ჰიალურონის მჟავის ბუნებრივ შემავსებლებს. პროცედურა მინიმალურად ინვაზიურია და მისი მიზანია საშოს ლორწოვანი გარსისა და რბილი ქსოვილების ჰიდრატაცია, ელასტიურობისა და ტონუსის მომატება, ასევე ვულვო–ვაგინალური ესთეტიკისა და კომფორტის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს როგორც საშოს დიდი ბაგეების (ლაბია მაჯორა) მოცულობისა და კონტურის აღდგენას, ისე ე.წ. G წერტილის გადიდებას, რაც პაციენტების ნაწილში მგრძნობელობის გაძლიერებასთან ასოცირდება.
პროცედურა ტარდება სტერილურ, კონტროლირებად პირობებში, ამბულატორიულად.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: 30–60 წუთი.
ანესთეზია: შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება.
რეაბილიტაცია: ფილერების გამოყენების შემდეგ რეაბილიტაცია მინიმალურია. პაციენტს შესაძლებელია შეენიშნებოდეს მსუბუქი შეშუპება, სიწითლე ან მცირე დისკომფორტი 24–72 საათის განმავლობაში. ექიმი კონსულტაციისას გაგესაუბრებათ პროცედურის უკუჩვენებებისა და მის შემდეგ დასაცავი რუტინის შესახებ. აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა.
შედეგი: მოცულობისა და დატენიანების გაუმჯობესება შეიმჩნევა პროცედურის დასრულებისთანავე. ეფექტი ნარჩუნდება 6–12 თვის განმავლობაში.
ვისთვის არის რეკომენდებული: პროცედურა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს ვულვის მოცულობის, ელასტიურობის აღდგენა, სიმშრალით გამოწვეული დისკომფორტის შემცირება, ესთეტიკის გაუმჯობესება, G-წერტილის აუგმენტაციით პოტენციური მგრძნობელობის გაძლიერება. ჩვენება და შედეგები ინდივიდუალურია, რის შესახებაც კონსულტაციის დროს ამომწურავად გაგესაუბრებათ ექიმი გინეკოლოგი.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.