ENG
გინეკოლოგია
განიახლეთ შეგრძნებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ესთეტიკურ გინეკოლოგიაში Fraxel SR ტექნოლოგიას შორისისა და ვულვის ფერის გაღიავებისა და გათანაბრების მიზნით ვიყენებთ.

პროცედურა არის მინიმალურად ინვაზიური ლაზერული თერაპია, რომელიც მიზნად ისახავს ინტიმური ზონის ჰიპერპიგმენტაციის შემცირებას. ფრაქციული ლაზერით დასხივებისას იქმნება მიკროთერმული ზონები კანის ზედა და შუა შრეებში, რაც ააქტიურებს რეგენერაციას, ახალ კოლაგენურ სინთეზს და მელანინის თანაბარ გადანაწილებას. შედეგად, კანი ხდება უფრო ნათელი, გლუვი და ერთფეროვანი, უმჯობესდება ტექსტურა და ელასტიურობა.

პროცედურამდე პაციენტს ჩაუტარდება დეტალური კონსულტაცია და აეხსნება პროცედურის მოსალოდნელი შედეგები, უკუჩვენებები და პროცედურის შემდეგ აუცილებლად დასაცავი რუტინა.  შემდეგ მომზადდება კანი პროცედურისთვის, გაყუჩდება ადგილობირივი ანესთეზიით და დასხივდება ლაზერით. 

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: 20–30 წუთი.

ანესთეზია: ზედაპირული საანესთეზიო კრემი.

რეაბილიტაცია: მინიმალური. პირველი 1–3 დღე მოსალოდნელია სიწითლე და მსუბუქი შეშუპება, შემდეგ მსუბუქი აქერცვლა 3–7 დღის განმავლობაში. აუცილებელია პროცედურის შემდეგ გაცემული როგორც ჰიგიენური, ასევე აკრძალვითი რეკომენდაციების დაცვა. 

შედეგი: ფერის ცვლილება მოხდება თანდათან, 3–4 კვირის განმავლობაში; 1-2 თვეში შეიმჩნევა კანის სტრუქტურისა და ელასტიურობის გაუმჯებესება. რეკომენდებულია დამხმარე და/ან შემანარჩუენებლი განმეორებითი სესიების ჩატარება ექიმის მიერ განსაზღრული ინტერვალებითა და ოდენობით.

ვისთვის არის რეკომნდებული: პროცედურა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დისკომფორტს უქმნის ვულვის/შორისის ფერის ცვლილება ჰორმონალური, ასაკობრივი თუ პოსტ-ანთებითი ცვლილებების ფონზე, ესთეტიკური დისკომფორტი, კანის ტექსტურის დარღვევა.

ფასი
1,050 - 1,600 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.