ENG
გინეკოლოგია
განიახლეთ შეგრძნებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ლაზერული ვაგინალური გაახალგაზრდავება (LVT)  ტარდება საშოს კედლების ელასტიურობისა და ტონუსის აღდგენის მიზნით.

LVT - ეს არის არაქირურგიული, მინიმალურად ინვაზიური პროცედურა. პროცედურის დროს გამოიყენება ლაზერული დანადგარი, რომლის ზემოქმედებითაც ხდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულირება. შედეგად, უმჯობესდება ქსოვილების სიმკვრივე, ტენიანობა და მგრძნობელობა. პროცედურა ეფექტიანია მშობიარობის შემდგომი მოდუნების, შარდის მსუბუქი შეუკავებლობის, სიმშრალისა და ინტიმური კომფორტის დაქვეითებისას.

პროცედურამდე პაციენტს უტარდება დეტალური კონსულტაცია ექიმი გინეკონოლოგის მიერ. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად.

პროცედურის დეტალები 

ხანგრძლივობა: საშუალოდ 30–60 წუთი.

ანესთეზია: ადგილობრივი ანესთეზია.

რეაბილიტაცია: რეაბილიტაცია პროცედურის შემდეგ მინიმალურია. შესაძლებელია მსუბუქი შეშუპება, სიმხურვალის ან დაჭიმულობის შეგრძნება 24–48 საათის განმავლობაში. ექიმი გაგაცნობთ პროცედურის შემდეგ აუცილებლად დასაცავ რუტინას.

შედეგი: პირველი გაუმჯობესება იგრძნობა პროცედურიდან საშუალოდ 1–2 კვირაში, თუმცა საბოლოო შედეგის მისაღწევად საშუალოდ 6–12 კვირაა საჭირო.  შედეგი ინდივიდუალურია და როგორც წესი, ნარჩუნდება 12–18 თვის განმავლობაში.  რეკომენდებულია განმეორებითი პროცედურის ჩატარება ექიმის მიერ განსაზღვრულ ინტერვალში.

ვისთვის არის რეკომენდებული: პროცედურა მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც აწუხებს საშოს მშობიარობის შემდგომი მოდუნება, შარდის მსუბუქი შეუკავებლობა, საშოს სიმშრალე, ინტიმური კომფორტის შემცირება, დაბალი ელასტიურობა ასაკობრივი ცვლილებების ფონზე.

ფასი
950 - 1,100 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.