ENG
გინეკოლოგია
განიახლეთ შეგრძნებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

კლინიკაში ტარდება სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ინტიმური ზონის ესთეტიკის/იერსახის და/ან ფუნქციის გაუმჯობესებისკენ.

ასეთ ოპერაციებს შორის არის საშოს პლასტიკა, იგივე ვაგინოპლასტიკა, რომელიც მიზნად ისახავს საშოზე ქირურგიული ჩარევის გზით მისი ფორმისა და ტონუსის აღდგენას;

დიდი სასირცხო ბაგეების დაპატარავება, იგივე ლაბიაპლასტიკა, რომელიც მიზნად ასახავს სასირცხო ბაგეების ასიმეტრიის კორექციას;

კლიტორის კორექცია, რომელიც ასევე მიმართულია ჰიპერტოფიის გასასწორებლად მგრძნობელობის შენარჩუნებით და სხვა.

ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის წინ ხდება პაციენტის კონსულტაცია როგორც ექიმი გინეკოლოგის, ისე პლასტიკური ქირურგის მიერ. შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტზე მორგებული მკურნალობის მეთოდი და დაიგეგმება ოპერაციული ჩარევის დღე.  ოპერაციის მოცულობიდან გამომდინარე, ოპერაცია ჩატარდება ამბულატორიულად ან სტაციონარში მოთავსებით.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: 1-დან 2 საათამდე.

ანესთეზია: ჩარევის მოცულობიდან გამომინარე, გამოიყენება ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზია.

რეაბილიტაცია: ოპერაციის შემდეგ პირველი 1 კვირის განმავლობაში შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს მცირედი შეშუპება, მგრძნობელობა და მსუბუქი ტკივილი, რომელიც კონტროლდება მედიკამენტებით. აუცილებელია მკურნალი ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციების განუხრელად დაცვა.  სრული რებილიტაციისთვის საჭიროა საშუალოდ 6–8 კვირა. პაციენტმა უნდა განახორციელოს რამდენიმე პოსტოპერაციული ვიზიტი კლინიკაში ნაკერების მოხსნისა და რეაბილიტაციის პროცესზე დაკვირვების მიზნით.

შედეგი: ოპერაციის შედეგად მიიღწევა როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური გაუმჯობესება. პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს თავდაჯერებულობის ზრდას და ინტიმური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ვისთვის არის რეკომენდებული: ჩარევა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს ესთეტიკური ან ფუნქციური დისკომფორტი ინტიმურ ზონაში, მშობიარობის შემდგომი მოდუნება, თანდაყოლილი, ტრავმის ან ოპერაციების შემდეგ შეცვლილი იერსახე, კლიტორის ჰიპერტროფია, ინდივიდუალური ესთეტიკური სურვილები.

ფასი
800 - 6,300 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.