როდესაც ბარძაყის შიგნითა ზედაპირი „დაშვებულია“ ან/და გამოხატულია „დატალღიანება“, ბარძაყების დაჭიმვა ერთ-ერთი მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციაა (განსაკუთრებით წონის საგრძნობი დაკლების შემდეგ). ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარებით. ოპერაციის შემდეგ, პაციენტი 1 თვის განმავლობაში ატარებს სპეციალურ კომპრესიულ თეთრეულს (ბანდაჟს).