PRP – ტექნოლოგია (პლაზმალიფტინგი), მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობილი, კანის გაახალგაზრდავების უახლესი პროცედურაა.

მეთოდი ითვალისწინებს კანში, პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას (PRP-Platelet Rich Plasma).

სადღეისოდ PRP – ტექნოლოგია ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი ფიბრობლასტების სტიმულაციას. ფიბრობლასტები კი სწორედ ის უჯრედებია, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლაგენისა და კანის ახალგაზრდობის განმაპირობებელი ფაქტორების სინთეზსს.

ამავე პროცედურის დროს, პლაზმის იმ ნაწილისგან, რომელიც არ არის გამდიდრებული თრომბოციტებით, სპეციალურ აპარატურაში დამუშავების შემდეგ მიიღება ფილერი, ანუ შემავსებელი, ჟელეს სახით, რომელიც გამოიყენება ღრმა ნაოჭების შესავსებად.

ჰიალურონის მჟავის პრეპარატებისგან (რესტილაინი, პერლაინი, თეოსიალი, იუვიდერმი და სხვა) განსხვავებით, პლაზმოლიფტინგის პროცედურის დროს გამოყენებული ფილერი არავითარ გვერდით მოვლენას არ იწვევს, რადგანაც მზადდება პაციენტის საკუთარი პლაზმისგან.

პლაზმალიფტინგის პროცედურა 1 სთ-მდე დროს იკავებს და სრულიად უმტკივნეულოა. ეფექტი, რომელიც თვალნათელია პროცედურის დამთავრებისთანავე, უმჯობესდება თვეების განმავლობაში და გრძელდება 1 წლამდე. კანი ხდება გლუვი, ელასტიური და იბრუნებს ახალგაზრდულ იერს.

შედეგი დამოკიდებულია მკურნალობის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაზე, ასაკზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

 

პროცედურა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების სამკურნალოდ.

 

პროცედურის შემდეგ თმის ცვენა მცირდება მე-2, 4 დღეს, ხოლო მეორე პროცედურის შემდეგ კი ჩერდება. აქტიურდება თმის ზრდის ფაზა, უმჯობესდება ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება, იმატებს თმის ღერების დიამეტრი. იწყება ჯანმრთელი თმის ზრდა.

PRP პროცედურის შემდეგ კანის მიძინებული უჯრედები იწყებენ “ახალგაზრდულ” რეჟიმში მუშაობას. შესაბამისად, სასურველია პროცედურების ჩატარება კანის დაბერების პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე (სიმშრალე, გაძლიერებული აქერცვლა, პიგმენტაციები და სხვა).

პლაზმოლიფტინგი აბსოლუტურად უსაფრთხოა, არ არის ტოქსიკური და არ იწვევს იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. პრეპარატები მზადდება მხოლოდ პაციენტების პლაზმისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე.