PRP ტექნოლოგია (პლაზმალიფტინგი) მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობილი უახლესი პროცედურაა.

PRP ტექნოლოგია ძალზედ ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, სტომატოლოგიაში, ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებში.

პროცედურა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების სამკურნალოდ.

 პროცედურის შემდეგ თმის ცვენა მცირდება მე-2, 4 დღეს, ხოლო მეორე  პროცედურის შემდეგ კი ჩერდება. აქტიურდება თმის ზრდის ფაზა, უმჯობესდება ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება, იმატებს თმის ღერების დიამეტრი. იწყება ჯანმრთელი თმის ზრდა.

პლაზმოლიფტინგი აბსოლუტურად უსაფრთხოა, არ არის ტოქსიკური და არ იწვევს იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. პრეპარატები მზადდება მხოლოდ პაციენტების პლაზმისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

PRP  ტექნოლოგია გვარწმუნებს, რომ ახალგაზრდობის ელექსირი ჩვენსსავე ორგანიზმშია და თვითონვე შეგვიძლია გავხდეთ საკუთარი ახალგაზრდობის დონორი.