პერმანენტული მაკიაჟი – მოწესრიგებული მაკიაჟი გაღვიძებისთანავე, სრულყოფილი ფორმის წარბები, მომხიბვლელი თვალები, გამოკვეთილი ტუჩები.

 

ინტრადერმული პიგმენტაცია

კანის დერმულ შრეში ბუნებრივი პიგმენტების მიკროინექციით შეყვანა მედიცინის მიღწევათა და ბოდი არტის ხელოვნების შერწყმით მიღებული საოცრებაა.

 

ტუჩის კონტური

ინტრადერმული პიგმეტაციის პროცედურა ძალზედ ეფექტურია, როგორც ტუჩის ფორმის კორექციისთვის, ასევე ფერის შესაცვლელად. ნებისმიერი კონტური, ფერთა უსასრულო გამა, ყველაფერი თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

 

წარბის კონტური

საუკეთესო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს მოქნილი და შევსებული წარბები, დაზოგოს მაკიაჟის გასაკეთებელი დრო, იცუროს წარბების გაქრობის შიშის გარეშე, მისდიოს ცხოვრების აქტიურ წესს.

 

თვალის კონტური

წამწამებს შორის პიგმენტის იმპლანტაცია, ასობით დამატებითი წამწამის ეფექტს იძლევა.

ოფთალმოლოგები ურჩევენ პერმანენტული მაკიაჟის გაკეთებას მათ, ვინც ალერგიულია კოსმეტიკური საშუალებების მიმართ ან იყენებს კონტაქტურ ლინზებს.