დაზიანებული ან ასაკით შეცვლილი კანის განახლების მიზნით ეფექტურად გამოიყენება კანის ლაზერული აბლაცია (ე.წ.“შლიფოვკა“)

პროცედურის დროს, ლაზერის დახმარებით, ხდება კანის ზედაპირული შრეების აორთქლება, რაც 7-8 დღის განმავლობაში ჩანაცვლდება ახალი, გლუვი, თანაბარი შეფერილობის კანით.

პროცედურის შედეგად კანი იძენს ელასტირუობას, სიმკვრივეს, მდიდრდება ახალი კოლაგენით, რაც უბრუნებს მას ახალგაზრდულ იერს.

კანის ლაზერული აბლაცია გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ხალის, პიგმენტური ლაქების, ნაოჭების, აკნეს შემდგომი ან ოპერაციის შემდგომი უხეში ნაწიბურების, ასვე ქსანტომების მოსაცილებლად.

პროცედურის ცატარება შეიძლება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, მაგრამ შეზღუდულია ისეთ ადგილებზე, სადაც კანი სისიტემატურად მოძრაობს (ყელის მიდამო, სახსრების მიდამო), რაც ხელს უშლის კანის შეხორცებას.

ლაზერული დერმაბრაზიისთვის ჩვენ ვიყენებთ გერმანული წარმოების, უსაფრთხო ერბიუმის ლაზერს (ASCLEPION).

შეცვლილი კანის განახლების მიზნით, კანის მიკროპორციების მოსაცილებლად, ლიდერის პოზიციებს იკავებს ე.წ Fraxel SR- ტექნოლოგია, ანუ ფრაქციული ფოტოთერმოლიზი.

პროცედურის დროს, სპეციალური ლაზერით ხდება კანის მიკროპორციების აორთქლება, რაც 5- 6 დღის განმავლობაში ჩანაცვლდება ახალი, რეალურად განახლებული კანით.

პროცედურა, ლაზერული დერმაბრაზიისგან განსხვავებით, მეტად კონტროლირებადია, შეიძლება მისი გამოყენება სხეულის ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის ყელის მიდამოში და ხელის მტევნებზე.

შედეგი განსაკუთრებით საგრძნობის 1-2 თვის შემდეგ, როდესაც სრულად არის დამთავრებული დამუშავებული კანის კოლაგენის და ელასტინის განახლება.