სხეულის მოვლის პროგრამა მიმართულია, როგორც კუნთების ტონუსის ასამაღლებლად, ასევე კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მე – 20 საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ცელულიტის პრობლემა (ხორკლიანი, უსწორმასწორო და ფაშარი კანი). ცელულიტი ჰორმონდამოკიდებული პრობლემაა და ძირითადად ქალებს უვითარდებათ.

ძალიან გამხდარ ქალბატონზეც კი, ბარძაყის ან დუნდულოების მიდამოში კანის მოკეცვის შემთხვევაში, ადვილად შეგვიძლია შევამჩნიოთ ე.წ. “ფორთოხლის კანის” ეფექტი.

მამაკაცებს, მათი ცხიმოვანი ქსოვილის შენებისა და მეტაბოლიზმის გამო, ცელულიტი პრაქტიკულად არ აღენიშნებათ.

ცელულიტის მკურნალობა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეფექტურია ფიზიკური ვარჯიშები, საუნა, მასაჟი, ცხელი შეხვევები სხვადასხვა ანტიცელულიტური საშუალებებით.

ყველა ანტიცელულიტური პროცედურის მიზანია დაიშალოს ცხიმი ლოკალურად, გაუმჯობესდეს ლიმფოდრენაჟი და კანის ელასტიურობა.

სხეულის მოვლის პროგრამაში, ლიდერის პოზიცია უჭირავს ანტიცელულიტურ კომბაინს – Kuma Shape-2, რომელიც ცელულიტის სამკურნალოდ, ცხიმების დასაშლელად და კანის ტონუსის ასამაღლებლად ერთდროეულად იყენებს 4 უძლიერს კომპონენტს – ინფრაწითელი სხივის სპეციალურად შერჩეული დიაპაზონი, ბიპოლარული რადიოტალღური ენერგია, ვაკუუმის იმპულსური და უწყვეტი რეჟიმის კომბინაცია, მექანიკური ზემოქმედება სპეციალური გორგოლაჭებით.

პროცედურის დროს მაღალი სიხშირის რადიოტალღები და ინფრაწითელი სხივები აღწევენ კანვეშა ცხიმოვან ქსობილში 5-15 მმ სიღმეზე. შედეგად, ლოკალურად იმატებს ტემპერატურა, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და ნივთირებათა ცვლა, რაც ხელს უწყობს როგორც ზედაპირული ასევე ღრმა ფენების ცხიმის დაშლას. გარდა ცხიმების დაშლისა, აქტიურდებიან ფიბრობლასტები, რაც უზრუნველყოფს ახალი კოლაგენის გამომუშავებას.

ცვლადი და მუდმივი ვაკუუმის და გოროგოლაჭებით მასაჟის კომბინირება უზრუნველყოფს ზემოქმედების ზონიდან ჭარბი სითხის განდევნას და ეფექტურ ლიმფოდრენაჟს, კანის ელასტიურობის მომატებას.

აპარატის ზემოქმედების შედგად სწორდება წვრილი ნაოჭები, ელასტიური და მკვრივი ხდება კანი, ქრება შეშუპებები, მცირდება ცხიმოვანი დეპოები, სწორდება ან ქრება ცელულიტი, ახლაგაზრდავდება კანი, მცირდება სტრიები.

პირველივე პროცედურისთანავე, თვალნათელია გარშემოწერილობისა და “ფორთოხლის კანის” ეფექტის შემცირება.

პროცედურა ძალზედ კომფორტულია, არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. შეიძლება მისი შედარება ღრმა, თბილ მასაჟთან. ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე (ტანზე, მხრებზე, სახეზე, კიდურებზე)

პროცედურები შეუცვლელია ეფქტურია კონტურების გასაუმჯობესებლად, კანის ლიფტინგისთვის, ცელულიტის სამკურნალოდ, გახდომის შემდეგ კანის ტონუსის ასამაღლებლად.

პროცედურის ჩაატრებისგან თავი უნდა შეიკავოთ:

*ორსულობის პერიოდში,

*დასამუშავებელ ზონებში ახალი ნაწიბურების, კელოიდების, ანთებითი პროცესების ან ვარიკოზული ვენების არსებობის შემთხვევაში,

*თანმხლები ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დავადების შემთხვევაში.

*სიფრთხილეა საჭირო შაქრიანი დიაბეტის და სისხლის შედედების სისტემის პათოლოგიის დროსაც.

პროცედურის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს კანის გაწითლება, მცირედი მტკივნეულობა ან სისხლჩაქცევები, რაც ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მკურნალობის კურსი შეადგენს 6-10 პროცედურას, 1-2 ჯერ კვირაში.

ცალკეულ შემთხვევებში, დამატებით, ან როგორც ცალკეული მეთოდი გამოიყენება სპეციალური ანტიცელულიტური მასაჟები და შეხვევები, კუნთების იზომეტრული სტიმულაცია – ფიზიკური აქტივობის გასააქტივებლად ან მხოლოდ მუდმივი და ცვლადი ვაკუუმის აპარატული მასაჟი.

ყველა ამ პროცედურას აქვს კონკრეტული სამედიცინო ჩვენება და მას ირჩევს სპეციალისტი, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.

ცხელი შეხვევებისთვის გამოყენებული პარაფანგო წარმოადგენს პარაფინისა და ზღვის წყალმცენარე Fucus vesiculous – ის (40%) ნარევს. ეს წყალმცენარეები მდიდარია მინერალური ნაერთებით, ვიტამინებით (A, B2, PP, C, K, D , E ), სელენით. მათი დახმარებით აქტიურდება ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვითი ფუნქციები და ქსოვილთა რეგენერაციის პროცესები.

პროცედურამდე კეთდება სპეციალური მასაჟი ლიპოლიზის (ცხიმების დაშლის) აქტივატორების შემცველი მცენარეული ექსტრაქტებით.

პროცედურის დროს კანის ტემპერატურა იმატებს, ძლიერდება კანში და კანქვეშა ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რაც ხელს უწყობს ცხიმების დაწვას და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. საგრძნობლად მცირდება ან ქრება ”ფორთოხლის კანის” ეფექტი, კანის ზედაპირი სწორდება და გლუვი ხდება, უმჯობესდება მისი ტონუსი, იმატებს სიმკვრივე და ელასტიურობა, სწორდება სხეულის კონტურები, მცირდება წელის გარშემოწერილობა.

რეკომენდირებულია ჩატარდეს არანაკლებ 10 პროცედურისა. პარაფანგოთი შეხვევების პარალელურად ტარდება კუნთების იზომეტრული სტიმულაცია უახლესი აპარატით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ცელულიტის სამკურნალოდ და ჭარბი ცხიმის დასაშლელად.

შეფუთვები იწვევს ძლიერ ლიმფო-დრენაჟულ მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყვანას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ასუფთავებს, ატენიანებს, ასწორებს კანის

ნაოჭებს, ამდიდრებს მას მიკროელემენტებით და ამგვარად უბრუნებს კანს ახალგაზრდობას.

 

ფრანგული წარმოების, ინოვაციური ვაკუუმმასაჟის აპარატის Starvac® SP2 სრულყოფილი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა წარმატებით ვუმკურნალოთ ჭარბ ცხიმგროვებსა და ცელულიტს, კანის მომატებულ მგრძნობელობას, ჰიპერტროფიულ ნაწიბურებს, სპორტულ ტრავმებს.

Starvac® SP2 – ის ინოვაციური და სრულყოფილი ტექნოლოგია ითვალისწინებს ერთდროულად ელ-პი-ჯი(LPG) -სა და ვაკუუმ-მასაჟის თერაპევტულ სამასაჟო სისტემას. პროცედურის დროს კანი, ვაკუუმის დახმარებით, ნაზად შეიწოვება აპარატის აქტიურ ნაწილში და გორგოლაჭების მეშვეობით მუშავდება. სანამ აპარატის სპეციალური ნაწილი მოძრაობს კანის ზედაპირზე, ამავდროულად კეთდება მასაჟი ”პალპაცია და როლინგი”-ს მეთოდით. ვაკუუმისა და კანზე განვითარებული ზეწოლის სიმძლავრეს, კანის მონაცემების გათვალისწინებით, კომპიუტერი არეგულირებს.

Starvac® SP2- ის დახმარებით, პროცედურების ჩატარება შესაძლებელია როგორც სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, ასევე სახეზე. პროცედურების შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემის სადრენაჟო ფუნქციის გააქტიურება.

მიმდინარეობს კუნთების სტიმულაცია, საერთოდ ქრება ე.წ. ”ფორთოხლის კანი”, მცირდება კანქვეშა ცხიმი, საგრძნობლად უმჯობესდება სხეულის კონტურები, სწორდება ნაოჭები, ორგანიზმიდან აქტიურად გამოიდევნება შლაკები, კანი მკვრივდება და ელასტიურობას იძენს.

ამ მეტად პოპულარულ პროცედურებს შეემატა სრულიად ახალი მეთოდები, რომლებმაც საყოველთაო ფურორი მოახდინეს ესთეტიკურ მედიცინაში (კოსმეტოლოგიაში).

 

შოკოლადის შეფუთვები

უახლესი და ყველაზე ”გემრიელი” კოსმეტოლოგიური პროცედურა. დამტკიცებულია, რომ შოკოლადის სეანსები ხსნიან სტრესს, იწვევენ ძალების მოგროვებას და აუმჯობესებენ განწყობას. ცნობილია, რომ ამ რეცეპტის შემადგენელი კაკაოს ზეთი ხასიათდება შესანიშნავი კოსმეტიკური თვისებებით – არბლებს, ატენიანებს, აახალგაზრდავებს კანს, ანიჭებს მას სიგლუვეს და ბრწყინვალებას.

შოკოლადის ზემოქმედების შემდეგ კანი იწმინდება, ქრება პიგმენტური ლაქები და ფერიჭამელები. ამიტომაც თბილი შოკოლადი ხშირად იხმარება ნიღბების შემადგენლობაში, ნორმალური, მშრალი და ასაკოვანი კანისთვის.

შოკოლადის შეფუთვების კურსი იწვევეს სხეულის ფორმის და წონის კორექციას.

 

წითელი ღვინის და ყურძნის კურკის ზეთით შეფუთვა

შეფუთვას ღვინის, წყალმცენარეების, წითელი ყურძნის რბილობის და კურკების ზეთის საფუძველზე აქვს შეუდარებელი გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.

 

მწვანე ჩაის შეფუთვა

გაძლიერებული პროგრამა გასახდომად და ცელულიტის სამკურნალოდ. პროცედურა შეიცავს პრობლემური მონაკვეთების დამუშავებას სპეციალურად დამზადებული ნიღბით, რომელიც შეიცავს მიკრონიზირებულ მწვანე ჩაის, ლამინარიას, ზღვის მარილს, ეთერზეთებს, ლიმნის მჟავას და მაგნიუმის ოქსიდს, რაც ხელს უწყობს რემინერალიზაციას, აძლიერებს კანის ტონუსს. მას გააჩნია ლიპოლიზური მოქმედება, იძლევა სენსაციურ მოდუნების ეფექტს.

 

ანტიცელულიტური და გამამკვრივებელი პროცედურები, CASMARA-ს პრემიუმ ხარისხის ტანის მოვლის პროფესიონალური პროდუქციით.

პროგრამა მოიცავს:
*პილინგს;
*მასაჟს, გამამკვრივებელი/ანტიცელულიტური კონცენტრატით;
*მასაჟს, ანტიცელულიტური, გამამკვრივებელი და დრენაჟის საცხით;
*თერმულ/კრიოგენულ ალგინატურ ნიღაბს;
*დამასრულებელ დამატენიანებელ მასაჟს.