ულთერაპია – კანის გამკვრივების და ლიფტინგის რევოლუციური, არაინვაზიური მეთოდია. 

პროცედურის დროს, კანის ღრმა შრეებზე ზემოქმედებს ულტრაბგერის ფოკუსირებული ენერგია, რის შედეგადაც, ზემოქმედების ადგილებში  გამომუშავდება ახალი კოლაგენი (ნეოკოლაგენი), რაც თავის მხრივ, აძლევს ბიძგს კანის ბუნებრივი განახლების პროცესს. 

დასამუშავებელი ზონიდან გამომდინარე, აპარატი ზუსტად განსაზღვრავს ზემოქმედების სიღრმეს, პროცედურის უსაფრთხოდ ჩატარების და საუკეთესო ეფექტის მიღების მიზნით. 

პროცედურა კომფორტულია და არ საჭიროებს გაუტკივარებას. 

პროცედურის ხანგრძლივობა 30-დან 90 წთ-მდე მერყეობს. 

პროცედურის პირველი შედეგიუმეტეს შემთხვევაში, პროცედურის დამთავრებისთანავე არის შესამჩნევი, შესამჩნევი, თუმცა, საბოლოო შედეგი 3-4 თვეში ვლინდება, როდესაც მოშვებული კანი იკუმშება ახალი კოლაგენის წარმოქმნის შედეგად.