თანამედროვე კოსმეტოლოგიაშინაოჭების გაჩენაკანის ტონუსის დაქვეითებაფორების გაფართოებაპიგმენტური ლაქების და კაპილარების გაჩენაკანის სიმშრალე და აქერცვლა მოიაზრება როგორც კანის ფოტოდაბერებაამროცესის ძირითადი მიზეზიულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაა

კანის გაახალგაზრდავების მრავალ მეთოდს შორის (სხვადასხვა კრემების გამოყენებიდანურთულეს ქირურგიულ ოპერაციებამდე), ალტერნატულ გზარომელიც გართულების მინიმალური რისკით რადიკალურად აუმჯობესებს სახის კანის მდგომარეობასსახის კანის ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავება წარმოადგენს. 

ფოტოგაახალგაზრდავება უნიკალური მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს კანის რეალური განახლება ზედაპირის დაზიანების გარეშე. მკურნალობა ხორციელდება სპეციალური ლაზერებით. 

ფოტოგაახალგაზრდავების მიზნით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კავკასიაში ერთადერთი  KTP და Fotona FT ტექნოლოგიის ლაზერები. ეს აპარატურა გამოირჩევა უმაღლესი სიზუსტით და უსაფრთხოებით.

ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურები უზრუნველყოფს დაზაინებული კოლაგენის განახლებას, მიკროცირკულაციის აღდგენას,  რაც კანს უბრუნებს ახალგაზრდულ იერს, ელასტიურობას და სიგლუვეს. 

Fotona FT ტექნოლოგიით პროცედურები მიმართულია კოლაგენის უფრო ღრმა, მრავალსაფეხურიანი სტიმულაციისა და გამოხატული დერმოპლასტიკური ეფეტის მიღებისკენ. პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის ტონუსი, ტურგორი, სიმკვრივე და ფერი. 

პროცედურა გამოიყენება როგორც სახის, ასევე ყელის, დეკოლტეს და ხელის მტევნების კანზე. 

სეანსის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთს შეადგენს. მკურნალობის კურსი, სხვადასხვა ინტერვალებით, 5-6 პროცედურისგან შედგება. ეფექტი უკვე პირველი პროცედურის შემდეგ იგრძნობა. მკურნალობის რეგულარობა განაპირობებს კანის მდგომარეობის მუდმივ გაუმჯობესებას.  

ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურები გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი კურსი, ასევე დამატებით ქირურგიულ პროცედურებზე. 

ფოტოგაახალგაზრდავება კარგად ეხამება მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს, დერმაბრაზიას. აძლიერებს სალონური პროცედურების მოქმედებას.