ნაოჭების გასწორების მიზნით, გარდა ბოტულინის ნეიროტოქსინის სხვადასხვა პრეპარატისა (დისპორტი, ბოტოქსი), ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ე.წ. ფილერებს ანუ შემავსებლებს, რომლებიც დამზადებულია ბუნებრივი, ბიოდეგრადირებადი (სრულად იშლება ორგანიზმში) პრეპარატებისაგან.

უმეტესად ეს არის სხვადასხვა კონცენტრაციის სინთეზური ჰიალურონის მჟავა, რომელიც, სიმკვივის შესაბამისად, ინარჩუნებს ეფექტს 4-დან 18 თვემდე.

ჩვენს კლინიკაში არ გამოიყენება თხევად სილიკონსა და პოლიაკრილამიდზე დამზადებული პერმანენტული შემავსებლები. არადეგრადირებადი, პერმანენტული შემავსებლების გამოყენების შემთხვევაში, მოსალოდნელია ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია და გრანულაციების, შეხორცებების განვითარება. შესაძლოა, განსაზღვრული ხნის შემდეგ ტუჩმა დეფორმაციაც კი განიცადოს და ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

ასევე, არ ვიყენებთ ცხოველური წარმოშობის ან ხელოვნურ კოლაგენს, რამდენადაც მათ შეყვანაზე მოსალოდნელია ორგანიზმის ალერგიული რეაქცია.

განსაკუთრებული წარმატებით და პოპულარობით (ნაოჭების გასწორების და შევსების, იმავდროულად სახის კანის მნიშვნელოვანი გაახალგაზრდავების ეფექტით) სარგებლობს პაციენტებში გამოირჩება საკუთარი ცხიმის გადანერგვის, ე.წ ლიპოფილინგის პროცედურები.

პროცედურის დროს, პაციენტის ცხიმი, სპეციალური დამუშავების შემდეგ ინერგება ნაოჭებში და და სახის იმ ადგილებში, რომლების საჭიროებენ შევსებას. ასაკთან ერთად იკარგება სახეზე კანქვეშა ცხიმის მოცულობა, ხდება განლევა, ვითარდება ღრმა და ზედაპირული დანაოჭება. კანზე მკვეთრად შესამჩნევი ხდება ასაკობრივი ცვლილებები.

გადანერგილ ცხიმში მრავლად არის პაციენტის ღეროვანი უჯრედები, რის გამოც ხდება კანის მნიშვნელოვანი განახლება. პაციენტი იბრუნებს ახლაგაზრდულ იერს, იმატებს კანის სიმკვრივე და სწორდება ნაოჭები.