ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენების ე.წ. ენდოვაზალური ლაზერული აბლაცია – მკურნალობის თანამედროვე, არაოპერაციული მეთოდია (EVLA – Endovenous Laser Ablation of Varicose Veins).

მეთოდი ითვალისწინებს განაკვეთების გარეშე, სპეციალური ლაზერის აპარატის და ოპტიკური ბოჭკოს დახმარებით, გაგანიერებული ვენების სანათურის შიგნიდან დახურვას.

პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი გაუტკივარებით, სისხლძარღვების ექოსკოპიური კონტროლის ქვეშ.

ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, საჭირო არ არის პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, პროცედურა სწრაფია და კომფორტული.

პროცედურას აქვს თავისი ჩვენებები და წინააღმდეგჩვენებები, რაც დაზუსტდება წინასწარ, ექიმთან კონსულტაციის დროს.