მოიცილეთ არასასურველი ტატუირება უახლესი აპარატით Fotona QX-MAX, რომელიც ერთადერთია საქართველოში.

ლაზერის სხივი, ტატუირების პიგმენტის ფრაგმენტებს შლის გაცილებით მცირე ნაწილაკებად, რომელსაც ორგანიზმი გამოდევნის და ტატუირება უფერულდება.

კანში განთავსებული პიგმენტის სიღრმის და ფერის გათვალისწინებით, ტატუირების სრულად გასაქრობად  საჭიროა 3-4 კვირის ინტერვალით ჩატარდეს 2-დან 10-მდე პროცედურა.

პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგლებში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი ანესთეზია კრემის სახით.

შესაძლოა, პროცედურის შემდეგ, დამუშავებულ ადგილებზე გაჩნდეს ნაზი ფუფხი, რომელიც, რამდენიმე დღეში, თავისით აიქერცლება და მოსცილდება.

ზოგიერთ შემთხვევაში, ტატურების სრულად გაქრობა შეუძლებელია და მის ნაცვლად შესაძლოა დარჩეს მცირედ შესამჩნევი კვალი.