ზედაპირული ვენური ქსელი, კანის გაგანიერებული სისხლძარღვები – მილიონობით ადამიანის პრობლემაა. სხვადასხვა ზომის წითლად ან ლურჯად გამოკვეთილი წვრილი კაპილარები წვივებზე და ბარძაყებზე მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვენური ქსელის გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს: ფეხმძიმობა, წონაში მატება, ცხოვრების არასწორი რითმი, ჰორმონული დისბალანსი და ა.შ. ამის გათვალისწინებით ქსელი სხვადასხვა ფორმით, ფერით და მდებარეობით ვლინდება.

სამწუხაროდ, კრემები, მალამოები და სხვა ზედაპირული საშუალებები პრაქტიკულად არანაირ ეფექტს არ იძლევა. ნაკლებად შედეგიანია ელექტროკოაგულაციაც, რომლის გამოყენების შემდეგ, კანზე ნაწიბურები რჩება.

არაესთეტური სისხლძარღვების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდად ლაზერია აღიარებული.

გაგანიერებული ვენური ქსელის და სახეზე არსებული კაპილარების მოსაცილებლად, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება შვედური KTP-ლაზერი და სლოვენიური ლაზერი Fotona XP- Max, რომელიც სადღეისოდ აღიარებულია ოქროს სტანდარტად.

ეს ლაზერები საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად სწრაფად, უმტკივნეულოდ და პიგმენტური ლაქების განვითარების გარეშე მოვიცილოთ არასასურველი სისხლძარღვები. ამავე ლაზერების საშუალებით ეფექტურად ხდება პიგმენტური და სისხლძარღვოვანი ლაქების (”ტყლიპების”) და ”ობობას ქსელის” ტიპის გაგანიერების მოცილებაც.

ლაზერის სხივი აღწევს ეპიდერმისში, ყოვნდება გაგანიერებული სისხლძარღვის მიდამოში და გარდაიქმნება სითბურ ენერგიად, რაც იწვევს მისი სანათურების შეწებებას კანის დაუზიანებლად. სხივი აქრობს არასასურველ სისხლძარღვოვან ლაქას.

პროცედურები უმტკივნეულოა, ძალზე ხანმოკლე და რაც მთავარია, აბსოლუტურად უსაფრთხოა, რამდენადაც არ იჩხვლიტება კანი.

პროცედურის დროს გამორიცხულია შიდსით ან ჰეპატიტით დაინფიცირების საშიშროება.

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ზედაპირული სისხლძარღვების და ვენების სკლეროთერაპია, უსაფრთხო და თანამედროვე პრეპარატებით.

ამ პროცედურისას ექიმს კონკრეტულ პრობლემურ ვენაში შეყავს პრეპარატი, რომელიც ლოკალურად თიშავს ვენას სისხლის მიმოქცევის სისტემიდან, რის შედეგადაც იგი უფერულდება და ვიზუალურად შეუმჩნეველი ხდება. პროცედურას არ ესაჭიროება ანესთეზია, – გამოიყენება მეტად წვრილი კალიბრის საინექციო ნემსი. სკლეროთერაპიის პროცედურა შეიძლება ჩაიტაროს ნებისმიერი ასაკის პაციენტმა.

პროცედურის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში, რადგან ხშირად, ფეხმძიმობისას გაჩენილი ქსელი ქრება მშობიარობის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა ვენების ვარიკოზი, ექიმი ურჩევს პირველ რიგში მის მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში სკლეროთერაპია უშედეგო იქნება. უკუჩვენებად ითვლება ასევე სისხლისა და სისხლძარღვების ზოგიერთი ქრონიკული დაავადება.