ბუნიონი (ანუ Hallux Valgus), ეს არის ტერფის ისეთი დეფორმაცია, რომლის დროსაც ფეხის დიდი თითი იხრება მეორე თითისკენ. ხოლო, დიდი თითისა და ტერფის შესახსრების ადგილას წარმოიქმნება ბორცვი. ამ ბორცვის მიდამოს კანი, ფეხსაცმლის მუდმივი ზეწოლის გამო, უხეშდება, ღიზიანდება, წითლდება, შუპდება და მტკივნეული ხდება. ხშირად, ამ ბროცვს “პოდაგრას” უწოდებენ.
ბუნიონი, ასევე შესაძლოა განვითარდეს ტერფის მეხუთე თითზეც (ე.წ. ტეილორის ბუნიონი).
გენეტიკური ფაქტორების გარდა, ბუნიონის განვითარებას ხელს უწყობს მაღალქუსლიანი, ვიწრო, შემბოჭავი ფეხსაცმლის ტარება. ბუნიონი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ზრდასრულ, ასევე, ბავშვობის ასაკში.
შესაძლოა, ბუნიონი თითქმის უსიმპტომოდ არსებობდეს, თუმცა პაციენტების უმეტესობას აღენიშნება ტკივილი სიარულისას, სიწითლე, შესიება, ტერფის გაგანიერება, დიდი სახსრის ანთება და სხვა.
დიდი თითის გადახრას შეუძლია მეორე თითის დეფორმირება – ე.წ. ჩაქუჩისებრი დეფორმაცია, რაც ასევე დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და დამატებით ტკივილს აყენებს.
ფეხის ტერფის დიაგნოსტირებით, შესაძლებელი გახდა, თითოეული  პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს სამკურნალო საშუალება. ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით ბუნიონის განვითარების საწყის ეტაპზე), პრობლემის გადაჭრა სავსებით შესაძლებელია სპეციალური ფეხსაცმლის ან ფიქსატორების გამოყენებით.  თუმცა, ბუნიონის განვითარების შედარებით გვიან ეტაპზე, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
თანამედროვე ქირურგიული მეთოდები გამოირჩევა პაციენტის სწრაფი რეაბილიტაციით და სტაბილური შედეგით. ოპერაცია უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი იმავე ან მეორე დღეს ტოვებს სტაციონარს და იწყებს სიარულ სპეციალური ფეხსაცმლით, რომლის ტარებაც, ოპერაციის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია 2-4 კვირის განმავლობაში.
ოპერაციის შემდგომი, სწრაფი და კომფორტული რეაბილიტაცია პაციენტს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს საქმიანობა ცხოვრების ჩვეული რითმის დარღვევის გარეშე.