თუ თქვენ გაღელვებთ, რამდენად საშიშია თქვენს სხეულზე არსებული ხალი, მოგვმართეთ და რამდენიმე წუთში, სრულიად უმტკივნეულოდ მიიღებთ პასუხს თქვენს კითხვაზე.

თანამედროვე მედიცინაში, ხალების, პაპილომების და კანის სხვა წარმოანქმების მოსაცილებლად გამოიყენება რამდენიმე მეთოდი:

*ქირურგიული – წარმონაქმნის ამოკვეთა;

*ელექტროქირურგიული – ამოკვეთა ელექტროდანით;

*ლაზერული ან რადიოქირურგიული – ლაზერით ან რადიოტალღური აპარატით მოცილება;

*კრიოქირურგიული – მოყინვა თხევადი აზოტით.

კანის ახალწარმონაქმნების მოსაცილებლად გამოიყენება ლაზერული და რადიოქირურგიული მეთოდები, როგორც ყველაზე დამზოგველი, რის შემდეგაც წარმონაქმნის მოცილების ადგილზე რჩება მინიმალური ნაწიბური.

ხალის ან კანის სხვა ახალწარმონაქმნის ბუნების შესწავლა ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ წარმონაქმნიდან ამოკვრთილი ქსოვილის ან მისი ანაფხეკის გამოკვლევით.

უახლესი ტექნოლოგია – სიასკოპია (Spectrophotometric Intracutaneus Analysis) შესაძლებელს ხდის, რამდენიმე წამში, ბიოფსიის გარეშე მიღებულ იქნეს ინფორმაცია ხალის არასასურველი ბუნების შესახებ.

გამოკლვლევა აბსოლუტურად უვნებელი და უმტკივნეულოა.

სპეციალური აპარატი ადგენს წარმონაქმნში მელანინის შემცველობის, მისი სიღრმეში გავრცელების, ხალის სისხლმომარაგების და ზრდის ინტენსივობის ხარისხს.

ამ მონაცემების ერთობლიობის საფუძველზე ვიღებთ დასკვნას ხალის ავთვისებიანობის შესახებ.

სიასკოპია განსაკუთრებით აქტუალურია სამხრეთის ქვეყნებში, სადაც მაღალია ინსოლაცია და კანის სიმსივნეების განვითარების რისკი.

პოტენციურად საშიში ხალების (მელანომის, კანის ბაზალურუჯრედოვანი კიბოს და გადაგვარებული პიგმენტური ლაქების) დროულად გამოვლენის გარდა, სიასკოპია შეუცვლელია აკნეს, ფსორიაზის და ჭრილობის შეხორცების მონიტორინგის და ასაკობრივი ცვლილებების დიაგნოსტიკისთვის.