მეზოთერაპია კანის გაახალგაზრდავების და კანის დაავადებათა სამკურნალოდ უნივერსალური და ეფექტური საშუალებაა. პროცედურის დროს, კანში ან კანქვეშ, მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით ხდება სპეციალური კოქტეილების შეყვანა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, კოლაგენს, ანტიოქსიდანტებს და სხვა. კოქტეილის შემადგენლობას ადგენს მკურნალი ექიმი, კონკრეტული პაციენტის კანისა და კანქვეშა ქსოვილის პრობლემის გათვალისწინებით.

მეზოთერაპია ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ამდიდრებს მას სხვადასხვა საკვები ნივთიერებით. აძლიერებს კანსა და კანქვეშა ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, იწვევს ცელულიტის კაპსულების შემცირებას და დანაწევრებას, რის შედეგადაც კანი აღიდგენს ელასტიურობას და ახალგაზრდულ ელფერს.

მეზოთერაპია შეუცვლელ პროცედურად იქცა ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიც არის აკნე, კანზე არსებული სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და პიგმენტური ლაქები. აკნეს შემთხვევაში გამონაყარი მცირდება და ქრება, იგი არ ტოვებს არავითარ კვალს.

მეზოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, ფიგურის კორექცია ოპერაციის გარეშე, ცელულიტის ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობა. უმჯობესდება კანის ელასტიურობა, სწორდება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი.

ჩვენს კლინიკაში, მეზოთერაპიისთვის მხოლოდ მსოფლიოში მოწინავე კოსმეტოლოგიური კომპანიების (Filorga, Mezoactive და სხვა) მიერ წარმოებული სპეციალური კოქტეილები და პრეპარატები გამოიყენება.

განსაკუთრებით ეფექტურია მეზოთერაპიის კომბინირება ზედაპირულ პილინგთან და ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურებთან, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღებას.

საუკეთესო შედეგს იძლევა მეზოთერაპიის კომბინირება სახის კანის გაახალგაზრდავებასთან ერბიუმის ლაზერით და ფრაქსელ-ტექნოლოგიით.

პირველად საქართველოში, ჩვენს კლინიკაში დაინერგა მეზოთერაპიის უახლესი და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი თმის ცვენის შესაჩერებლად.

ამ მიზნით გამოყენებული პროცედურები, გარდა იმისა, რომ აძლიერებს თმის ბოლქვის კვებას, ასტიმულირებს თმის ზრდას. თმის ცვენის შესაჩერებელი პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა ასაკში, საწყის სტადიაზე, ასევე ორსულობის და მშობიარობის შემდგომი გამელოტებისა და თმის ცვენის შემთხვევაში. მკურნალობის კურსი მეზოთერაპიასთან ერთად მოიცავს თავის თმიანი ნაწილის მასაჟს და ფიზიოპროცედურებს.

მეზოთერაპიული პროცედურები ტარდება ძალიან მცირე ზომის, ატრავმული ნემსით. კოქტეილის შემადგენლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად შეირჩევა ექიმის მიერ. გამოიყენება როგორც ალოპათიური (მედიკამენტები), ასევე ჰომეოპათიური პრეპარატები.

პროცედურას ატარებენ სერტიფიცირებული ექიმები.

რამდენადაც მეზოთერაპიის დროს გამოყენებული პრეპარატები მალე გაიწოვება, სეანსები ტარდება კვირაში 1-ჯერ. სასურველი ეფექტის მისაღებად საჭიროა 4-5 პროცედურის ჩატარება.