ფრაქსელი კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა. რეკომენდებულია პიგმენტური ლაქების, აკნეს და სხვა წარმოშობის ნაწიბურების, ასევე ნაოჭების მოსაცილებლად.

ფრაქსელ-SR ტექნოლოგია კანის ლაზერული დერმაბრაზიის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით ხდება დაბერებული ან დაზიანებული კანის მიკროპორციების მოცილება თანმიმდევრული რეგენერაციის მიზნით. პროცედურის შედეგად ხდება კოლაგენის და ელასტინის სრული განახლება, რაც უბრუნებს კანს ელასტიურობას და სიგლუვეს

ეფექტი მიიღწევა პროცედურის ჩატარებიდან დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ და ნარჩუნდება წლების განმავლობაში.