PRX ბიორევიტალიზაცია – უახლესი, უნემსო და უმტკივნეულო პროცედურა.
ბიორევიტალიზაცია 35 წლის შემდეგ არის რეკომენდებული; 25-30 წლის ასაკისათვის უკვე აშკარაა კანის ფიზიოლოგიური დაბერების ნიშნები, 35 წელი კი ის ეტაპია, როდესაც ეფექტიანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. სტანდარტული მეზოთერაპია სასურველ ეფექტს ვერ მოგვცემს. მას შეიძლება მხოლოდ კარგი დამატენიანებელი კრემის ეფექტი ჰქონდეს.
კურსი ერთთვიანია და ითვალისწინებს კვირაში ერთ პროცედურას. ეს კარდინალურად განსხვავდება ძველი ტრადიციული ბიორევიტალიზაციისგან, რომლის სრული კურსი სამ თვის განმავლობაში გრძელდება.
PRX ბიორევიტალიზაცია სახეზე არანაირ კვალს არ ტოვებს და პროცედურის დასრულების შემდეგ.
პრეპარატი, რომელიც სხვადასხვა ტიპის მჟავას შეიცავს, კანში მსუბუქი მასაჟით შედის და არ საჭიროებს ანესთეზიას.
ეფექტი შესამჩნევია პირველივე პროცედურის შემდეგ. სახის კანი მაქსიმალურად დატენიანებულია, ფერი – აღდგენილი. საბოლოო ეფექტი მიიღება მეთოხე პროცედურის შემდეგ.