კანის მოვლის პროგრამა ითვალისწინებს მის ღრმა წმენდას, განახლებას და კვების გაძლიერებას. პროცედურებისას გამოიყენება მსოფლიოს მოწინავე კომპანიების დანადგარები და პრეპარატები.

კანის დაბერების ძირითადი მიზეზი უჯრედული მეტაბოლიზმის დაქვეითებაა. გარდა სხვადასხვა კრემებისა და სამკურნალო ნიღბების რეგულარული გამოყენებისა, აუცილებელია, პერიოდულად ჩატარდეს სხვადასხვა სამკურნალო-კოსმეტიკური პროცედურა.

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში, კანის მოვლის და განახლებისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, ქიმიური და მექანიკური პილინგები, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია , კანის ლაზერული გაახალგაზრდავება.

კანის პილინგი, – ქიმიური და მექანიკური, გამოიყენება კანის ზედაპირული, გარქოვანებული, არასიცოცხლისუნარიანი შრეების ჩამოფცქვნისთვის, რასაც მოსდევს კანის ზედაპირის სწრაფი განახლება. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი. ტექნიკურ პროგრესთან ერთად იცვლება საშუალებები კანის ეფექტური პილინგისთვის. სადღეისოდ საუკეთესოდაა აღიარებულია კანის ულტრაბგერითი და ალმასის მიკროკრისტალებით პილინგი.

განსხვავებით ულტრაბგერითი პილინგისაგან, ალმასის მიკროკრისტალების გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო ღრმა პილინგის ჩატარება. პროცედურის დროს კანის გაწმენდა ხდება ალმასის მიკროკრისტალების და ვაკუუმის გამოყენებით. პროცედურა გამოიყენება კანის გარქოვანებული შრის და კომედონების (ე.წ. “შავი ფერისმჭამელები”) მოსაცილებლად, სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად, აკნეს შემდგომი შედეგების სამკურნალოდ, პიგმენტაციის და ჰიპერპიგმენტაციის შესამცირებლად, კანის ფორების გასუფთავების და ლიმფოდრენჟის მიზნით.

მიკროდერმაბრაზიის პროცედურის კომბინირება ვაკუუმთან, ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს, აუმჯოებსებს კანის ელასტიურობას და ტონუსს.

პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის სისხლით მომარაგება აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა.

პროცედურის შემდეგ, იგივე აპარატურა გვაძლევს საშუალებას, ჩატარდეს ფონოფორზი – ულტრაბგერის დახმარებით კანში შეყვანილ იქნეს ანთების საწინაააღმდეგო და ცხიმიანობის მარეგულირებელი საშუალებები.

აპარატის ფუქცია „სიცივე/სითბო“ საშუალებას იძლევა ჰიპერემიისა და მტკივნეულობის მოსახსნელად ჩატარდეს კრიომასაჟი.

როგორც ულტრაბგერითი, ასევე ალმასისი მიკროკრისტალებით პილინგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარუჯულ კანზე, ნარუჯის შენარჩუნებით.

პროცედურები სასურველია ჩატარდეს კანის ლაზერული პილინგის და ფრაქსელირების წინ, შესაძლებელია მისი კომბინირება სახის მოვლის სხვა მეთოდებთან.

ქიმიური პილინგი ტარდება სხვადასხვა კონცენტრაციის გლიკოლის მჟავით, რაც უზრუნველყოფს მთლიანად კანში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას. ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურები ტარდება უნიკალური შვედური KTP-ლაზერით და სამგანზომილებიანი განახლების რეჟიმის (T-3) მქონე ლაზერით FOTONA.

ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სახის კანის გაახალგაზრდავება და ნაოჭების გასწორება უახლესი თაობის ერბიუმის ლაზერით და ფრაქსელ-ტექნოლოგიით

პროცედურის შედეგად ხდება კანის შრეების კოლაგენისა და ელასტინის განახლება. სწორდება წვრილი ნაოჭები, უფერულდება პიგმენტური ლაქები, ვიწროვდება ან ქრება ფორები, კანი ხდება გლუვი.

 

იმისთვის, რომ კანი ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს, ჩაიტარეთ სახის, ყელი-დეკოლტეს, ზურგის წმენდის ექსპრესს მოვლის პროცედურები ესპანურ ბრენდის, #Сasmara-ს პრემიუმ ხაზის პროფესონალური საშუალებებით.

პროცედურა განკუთვნილია კანის მკვდარი უჯრედების მოცილების, ფორების გაწმენდის, შავი წერტილების, კომედემების მოცილებისთვის, კანის ზოგადი სტურქტურის, ფერის გაუმჯობესების და დატენიანებისთვის.

*პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

PRX ბიორევიტალიზაცია – უახლესი, უნემსო და უმტკივნეულო პროცედურა.
ბიორევიტალიზაცია 35 წლის შემდეგ არის რეკომენდებული; 25-30 წლის ასაკისათვის უკვე აშკარაა კანის ფიზიოლოგიური დაბერების ნიშნები, 35 წელი კი ის ეტაპია, როდესაც ეფექტიანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. სტანდარტული მეზოთერაპია სასურველ ეფექტს ვერ მოგვცემს. მას შეიძლება მხოლოდ კარგი დამატენიანებელი კრემის ეფექტი ჰქონდეს.
კურსი ერთთვიანია და ითვალისწინებს კვირაში ერთ პროცედურას. ეს კარდინალურად განსხვავდება ძველი ტრადიციული ბიორევიტალიზაციისგან, რომლის სრული კურსი სამ თვის განმავლობაში გრძელდება.
PRX ბიორევიტალიზაცია სახეზე არანაირ კვალს არ ტოვებს და პროცედურის დასრულების შემდეგ.
პრეპარატი, რომელიც სხვადასხვა ტიპის მჟავას შეიცავს, კანში მსუბუქი მასაჟით შედის და არ საჭიროებს ანესთეზიას.
ეფექტი შესამჩნევია პირველივე პროცედურის შემდეგ. სახის კანი მაქსიმალურად დატენიანებულია, ფერი – აღდგენილი. საბოლოო ეფექტი მიიღება მეთოხე პროცედურის შემდეგ.