აკნე (“ფერისმჭამელები”) – კანის ზოგადი დაავადებაა, რომელიც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ადამიანების უმეტესობის პრობლემა ხდება. აკნე უმეტესად განპირობებული ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმში, სახვადასხვა მედიკამენტის და კოსმეტიკური აშუალებების გამოყენება, ცხოვრების წესი, სტრესი, იმუნიტეტის დაქვეითება, მემკვიდრეობითი ფაქტორები, ალერგია, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებანი.

აკნე განსაკუთრებით გავრცელებულია საყმაწვილო ასაკში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 20 და მეტი წლის ასაკში გამოვლინდეს.

ზოგჯერ, იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთაც იყენებენ ანთებითი გამონაყარის შესანიღბად, შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი პროცესის პროვოცირება.

აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები ადამიანებისთვის დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენენ.

უმეტესად, კოსმეტიკურ საშუალებებს და ანტიბიოტიკებს არ შეუძლიათ იმ პრობლემების სრულად გადაწყვეტა, რომლებიც აკნეს ახლავს – კომედონები, ფერისმჭამელები, გამონაყარი, მუდმივი ანთება.

ახალი, ლაზერული FTტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს  აკნეს დიდი ხნით ვუმკურნალოთ.

FTტექნოლოგიის გამოყენებისას,  ეფექტი გამოხატულია პირველივე პროცედურის შემდეგ, აკნეს ნებისმიერი ფორმის დროს. მეთოდიკა ფიზიოლოგიური და უსაფრთხოა. პროცედურის დროს არ ზიანდება კანის საფარის მთლიანობა.

FTტექნოლოგია საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ვუმკურნალოთ აკნეს, არამედ ჩავატაროთ გამწვავების პროფილაქტიკა. პროცედურის დროს ლაზერის სხივი ღრმად აღწევს კანში და ანადგურებს პათოლოგიური პროცესის გამომწვევ მიკრობებს.

პროცესი მიმდინარეობს სრულიად უმტკივნეულოდ. პროცედურის შემდეგ მცირდება და გადის ანთებითი მოვლენები, ქრება შეშუპებები და სიწითლე.

გარდა ამისა FTლაზერული ტენოლოგია ხელს უწყობს კანში აღდგენითი პროცესების განვითარებას, ახალი კოლაგენის განვითარებას, ძველი გარქოვანებული ეპიდერმისის ჩამოფცქვნას.

კანი სრულად იწმინდება ფერისმჭამელებისგან, გლუვი და მიმზიდველი ხდება.

მწვავე ანთებითი პროცესისი ჩასაქრობად საკმარისია 2-3 პროცედურის ჩატარება, სრული გამოჯანმრთელება მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია პროცესის სიმძიმესა და სერიოზულობაზე.