გვარამიას კლინიკების ქსელში, ყოველ წელს დაახლოებით 40 ათასი სხვადასხვა სახის სამედიცინო-ესთეტიკური, არაქირურგიული პროცედურა ტარდება. მათ შორისაა ‘დისპორტის’ ინექცია. ამ პროცედურას, სხვადასხვა ფილიალში 10 სამედიცინო ლინცენზიის მქონე ექიმი აკეთებს.

ბოტოქი არის ბოტულინის ტოქსინის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად, ხშირ შემთხვევაში ნაოჭების გასაქრობად. ასევე, სხვადასხვა პათოლოგიების დროს, მაგალითად, ნაწლავებზე, შარდის ბუშტზე, სიელმეზე, კეთდება ჭარბი ოფლიანობის დროს და 6 თვე პაციენტი დასვენებულია ჭარბოფლიანობისგან.

დაახლოებით 40 წელია, რაც ბოტოქსთან მუშაობენ ექიმები და სადღეისოდ ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა, აღირებულია მისი უსაფთხოება, ეფექტურობა.

ნაოჭებთან მიმართებაში მისი გაკეთება დასაშვებია ძალიან პატარა ასაკიდან, დაახლოებით 20 წლიდან. როცა პაციენტს აწუხებს მიმიკური ნაოჭები, ეფექტურია ამ პრეპარატის გამოყენება, რადგან თუ კუნთები იქნება მოშვებული, მიმიკური ნაოჭები არ განვითარდება, კანი იმ ადგილას არ დაღარიანდება.

ბოტულინის ტოქსინის დოზის მიხედვით ეფექტი შეიძლება იყოს 2-4 თვემდე. გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში –  5-6 თვე. თუმცა, დიდი დოზის შემთხვევაში პაციენტი არაბუნებრივად გამოიყურება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

*ბოტულინის ტოქსინი ყველაზე ძლიერი ტოქსინია და არასწორად გაკეთების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სახის ასიმეტრია.

*ტოქსინი უნდა კეთდებოდეს ლიცენზირებულ დაწესებულებაში.