ლიპოსაქცია – სხეულის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო ქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება კანის დაზიანების გარეშე.
ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქციის უპირატესობები:
*ოპერაციული ტრავმა და დისკომფორტი მინიმალურია;
*ოპერაციის დროს არ ზიანდება სისხლძარღვები, ლიმფური სადინარები და ნერვული დაბოლოებები;
*ჭარბი ცხიმის მოცილება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე;
*ოპერაციის შემდგომ არ ვითარდება კანის ნაკეცები, რომლებსაც შემდგომ მოკვეთა ან მოშორება ესაჭიროებათ;
*კანი უფრო ელასტიური ხდება;
*ერთხელ მოშორებული ცხიმოვანი ფენები, მომავალში აღარ ვითარდება და სხეულის სასურველი ფორმა წლების მანძილზე უცვლელი რჩება.